პოლიციამ პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა - პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან განლაგებული

პარლამენტის შესასვლელები საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს, რათა პარლამენტის წევრებმა შენობის დატოვება შეძლონ.

მათ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან სკანდირებენ "მონებო", "რუსებო", "წადი".

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის აქციის რამდენიმე წევრი დააკავა.

აქციის მონაწილეებს სურთ პარლამენტიდან გამოსულ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ, სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
პოლიციამ პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა - პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან განლაგებული

პარლამენტის შესასვლელები საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს, რათა პარლამენტის წევრებმა შენობის დატოვება შეძლონ.

მათ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან სკანდირებენ "მონებო", "რუსებო", "წადი".

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის აქციის რამდენიმე წევრი დააკავა.

აქციის მონაწილეებს სურთ პარლამენტიდან გამოსულ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ, სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება