ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი - მინსკი შეიძლება გახდეს ნეიტრალური ადგილი, სადაც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ დისკუსიების გამართვა შეგვეძლება

მინსკი შეიძლება გახდეს ნეიტრალური ადგილი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებისთვის. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთსა და ბელარუსში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინსკი შეიძლება გახდეს ნეიტრალური ადგილი, სადაც ჩვენ შეგვეძლება დისკუსიების გამართვა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ. ეს არის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, იყვნენ ძალები, რომლებსაც არ სურდათ აფხაზეთისა და ბელარუსის ლიდერების შეხვედრის ჩატარება.

„ლუკაშენკო, რომელიც მომესალმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მკვეთრ რეაქციაზე“, - განაცხადა ბჟანიამ.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“ და მიუთითა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ წარმართვის აუცილებლობაზე.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს