ვაჟა სირაძე - აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში - პოლიციამ არა ერთხელ მოუწოდა გზის გახსნისაკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად იმოქმედეს

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა პარლამენტთან აქციის მონაწილეთა დაკავება.

მისი თქმით, აქცია გადაიზარდა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებაში და პოლიციამ არა ერთხელ მოუწოდა მათ წესრიგისკენ, რის შემდეგაც შესაბამისად იმოქმედა.

მისი თქმით, აქციის 4 მონაწილის დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე მოხდა.

,,ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციულად ოთხი პიროვნებაა დაკავებული, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე. როგორც ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, სადაც აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. მათ პოლიციამ არა ერთხელ მოუწოდა გზის გახსნისაკენ, წესრიგისაკენ, ვინც არ დაგვემორჩილა შესაბამისად იმოქმედეს. ამიტომ თითოეული აქციის მონაწილეს მოვუწოდებთ თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ. პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში უნდა გამოვხატოთ, ამის შესახებ კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ არსებობს”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე