ნედ პრაისი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონზე - სიცრუეა, თითქოს კანონი ამერიკულს ეფუძნება, ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს - ამიტომ ვართ ასე შეშფოთებულები

სიცრუეა, თითქოს ეს კანონი ამერიკულს ეფუძნება, ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ბევრი პროპაგანდა იყო ამ კანონთან დაკავშირებით, თქვენ ერთი ასეთი სიცრუე ახსენეთ - წარმოდგენა, თითქოს ეს კანონი ჩვენს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA) ეფუძნება.

ჩვენი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” მოითხოვს ხალხისგან, რომლებიც უცხოეთის მთავრობების აგენტები არიან, რომ ასეთებად დარეგისტრირდნენ. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქიანობას ან დაფინანსების წყაროებს. FARA-სთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგვიძლია მოაგაწოდოთ, თუ გამოგადგებათ.

FARA ძალიან ვიწროა, შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - თქვა პრაისმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა