თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ირენ ფელინთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ირენ ფელინთან შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,

თეა ახვლედიანმა გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მტკიცე პოზიციისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, ასევე მიმოიხილა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მხარდაჭერისკენ მიმართული საქმიანობა.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ძალზე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების ძირითადი პრიორიტეტები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების მიუხედავად მათი განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგები და ჩვენი სამომავლო ხედვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე და ამ კუთხით ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით გადადგმულ ნაბიჯებზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესზე და განვიხილეთ ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივები და ღონისძიებები",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში