რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ კანზას-სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე რუსეთში ამერიკული საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნის გამო დააკავეს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

59 წლის კირილ გრეგორი ბუიანოვსკის და 55 წლის დუგლას რობერტსონს რამდენიმე ბრალდება ემუქრებათ, მათ შორის კონტროლირებადი საქონლის ექსპორტი ლიცენზიის გარეშე, ელექტრონული საექსპორტო ინფორმაციის გაყალბება და აშშ-ის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ საქონლის კონტრაბანდა.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულების კომპანია KanRus Trading Company-მა გაყიდა და დააინსტალირა დასავლური ელექტრონული აღჭურვილობა თვითმფრინავებისთვის, და სავარაუდოდ აღჭურვილობა რუსულ კომპანიებს მიჰყიდა და რუსულ თვითმფრინავებს ტექნიკურ მომსახურებას უწევდა.

პროკურატურის განმარტებით, აშშ-ის სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით, ბუიანოვსკი და რობერტსონი მალავდნენ ვინ იყვნენ მათი კლიენტები, მალავდნენ პროდუქციის რეალურ ფასს და მათ უცხოური საბანკო ანგარიშების საშუალებით უხდიდნენ.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ რუსეთში გადაზიდვებზე დამატებითი სანქციები დააწესა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა