„საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერას განაგრძობს - საჯარო მეტყველების კონკურსზე რეგისტრაცია 6 მარტს დასრულდება

საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) საქართველოში საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსს მართავს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

როგორც „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსის გამარჯვებულს აქვს შანსი, გაემგზავროს ლონდონში და საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მიიღოს მონაწილეობა.

მათივე ცნობით, რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 6 მარტს დასრულდება.

პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პირველი ტურის ფარგლებში, ახალგაზრდები წარადგენენ საკუთარ ესსეს თემაზე „ერთა შორის ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მარტო მთავრობებს არ უნდა ეხებოდეს“. 30 საუკეთესო თემის ავტორი გადავა მეორე ტურში და წარდგება ოთხი წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე, რომელიც 10 საუკეთესოს შეარჩევს.

მესამე ეტაპზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და II-III საპრიზო ადგილის მფლობელი კონკურსანტები. გამარჯვებული გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

„საქართველოს ბანკის“ მიზანია, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნას და ხელი შეუწყოს მათი პოტენციალის გამოვლენას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან „საქართველოს ბანკი“ საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის აქტიური მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები ივითარებენ კრიტიკულ აზროვნებასა და ლოგიკური მსჯელობის უნარებს, სწავლობენ საჯარო მეტყველების თავისებურებებს და საჯარო გამოსვლის ტექნიკებს, რაც მომავალში მათ როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, შეჯიბრში მონაწილეობა 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 6 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: britishcornerbc@gmail.com, ესსეს მოსამზადებლად დრო კი 22 მარტამდე ექნებათ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს