თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალური სერვისის “ქალთა ოთახის” წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები არიან, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, მიღწეული შედეგები და ამ პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის დასახული გეგმები გააცნო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო მინისტრმა, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, ქალების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების, ქალთა როლის გაზრდისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება გამჭოლ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ორდღიანი სემინარის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ექსპერტებისგან მოისმინონ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დანერგილი და მოქმედი მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიც არის ქალთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. თეა ახვლედიანმა ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში დეზინფორმაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები მიმოიხილა, ხაზი გაუსვა როგორც ამ კუთხით უწყების მიერ გაწეულ ძალისხმევას, ასევე დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებსა და აღნიშნულ პროცესში ქალების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სახელმწიფო მინისტრმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, ტრენინგის მიზანია, რომ მისმა მონაწილეებმა ქალთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას მეტად დაუჭირონ მხარი.

„დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება გავხსენით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის წარმომადგენელი ქალებისთვის, რომლებიც იმთავითვე ძალიან მნიშვნელოვან მისიას ახორციელებენ თავიანთ რეგიონებში ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხების წარმოსაჩენად. ორდღიანი ტრენინგ-სემინარის ფარგლებში, მათ მიეცემათ კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო აიმაღლონ ცნობიერება, გააღრმაონ უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ უფრო მეტად წაახალისონ და მხარი დაუჭირონ ქალთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ქალთა გაძლიერებას, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და ევროკავშირის (EU), შვედეთისა და ნორვეგიის მხარდაჭერით გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ და სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბესიკ ამირანაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა