სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ლუის ბონო თბილისის გარდა ბაქოსა და ერევანშიც ჩავა.

„მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირას რეგიონში ჩავა. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, რასაც, ჩვენი მოლოდინით რეგულარული სახე მიეცემა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, ლუის ბონო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.

„ლუის ბონო აპირებს, შეხვდეს ლიდერებს, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის ჩავა ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ამ თანმიმდევრობით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, სამივე ქვეყანაში ვიზიტის დროს ლუის ბონო ხაზს გაუსვამს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს