„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე - პროფესიული განვითარების საბჭოს დასკვნები ღრმა სამედიცინო შესწავლას მოკლებულია, რაც სამედიცინო სფეროს და ექიმებს აზიანებს - ჯანდაცვის მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს

ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელია არ აქვს სამედიცინო განათლება და საბჭოზე ემოციური გადაწყვეტილებები მიიღება - აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დასკვნები, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გამოაქვს, ღრმა სამედიცინო შესწავლას მოკლებულია,- ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან, დასძენს, რომ პროფესიონალები თხოვნაა, მოუსმინოს დარგის ექსპერტებს.

„მნიშვნელოვანია ტენდენციურობა, რომელიც აღინიშნება დღევანდელი ჯანდაცვის მინისტრის პერიოდში. ხშირად საუბრობენ, რომ ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. რადგან პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელია ჯანდაცვის მინისტრი და არ აქვს სამედიცინო განათლება, ხდება ემოციური გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დასკვნები, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გამოაქვს, ღრმა სამედიცინო შესწავლას მოკლებულია. ეს აზიანებს სამედიცინო სფეროს, გარკვეულ ექიმებს. ხდება მახინჯი ტენდენციის დანერგვა, რაც ეხება პაციენტის საჩივრის დაკმაყოფილებას.

პროფესიონალები, რომლებიც სხედან პროფესიული განვითარების საბჭოზე, საბჭოს დასრულებისას გამოდიან და ამბობენ, რომ მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს. შეკამათებას აზრი არ აქვსო. თხოვნაა, რომ მოუსმინოს პროფესიონალებს.

მეორე საკითხია ის, რომ თუ გვაქვს გადამზადების კურსები და ექიმები ამაში თანხას იხდიან, მიაქციონ ყურადღება, რომ გადამზადებით მართლაც მოხდეს გარკვეული ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლება. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები არავითარ ახალ უნარ-ჩვევებს არ მატებს ექიმს. ეს არის ტყუილად გადაყრილი ფული. ფურცელზე დაწერილია, რომ ვითომდა ექიმმა გაიარა გარკვეული კურსი. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ ხდება კონტროლი, თუ რა ისწავლეს “, - განაცხადა სალომე ლოლუამ მედიაცენტრ „მთავარში“.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში