ლევან ხაბეიშვილი - გუშინ, რუსი ივანიშვილი ისე მოიქცა, როგორც პუტინი იქცევა ხოლმე მოსკოვის ცენტრში გამართული აქციების პარალელურად, რუსულად - არაფრის შეგეშინდეთ! ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე

გუშინ, რუსი ივანიშვილი ისე მოიქცა, როგორც პუტინი იქცევა ხოლმე მოსკოვის ცენტრში გამართული აქციების პარალელურად, რუსულად - არაფრის შეგეშინდეთ! ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე ყოველმიზეზგარეშე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ, აქციაზე დაკავებული ყველა პირის უფლებებს დაიცავს.

„გუშინ პუტინისტებმა რუსული კანონის განხილვის პარალელურად ანტიპუტინისტური კანონის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები დააკავეს. აქ იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; ასევე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დააკავეს ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები. გუშინ, რუსი ივანიშვილი ისე მოიქცა, როგორც პუტინი იქცევა ხოლმე მოსკოვის ცენტრში გამართული აქციების პარალელურად, რუსულად, როგორც იცის, ზუსტად ისე. 36 ადამიანი ჰყავთ დაკავებული და იზოლატორში გამოკეტილი. პატარა პუტინისტები - სირაძე, ბზიშვილი, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით და მაღალი თანამდებობის პირები არიან, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ გუშინ, იცავდნენ პუტინის რუსულ კანონს და ადამიანები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ქვეყნის გარუსებას აპროტესტებდნენ და თავისუფალ, ცივილურ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ. ახლა ერთ-ერთ იზოლატორთან ვართ, სადაც ბევრი ადამიანი ჰყავთ დაკავებული. ჩვენი იურისტი ყველას მონახულებას ეცდება, გვინდა, ყველას უფლებები დავიცვათ. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულები. ჩვენი ინფორმაციით, ერთი სტუდენტი არის ნაცემი და როგორც ვიცი, ექსპერტიზა ჩაუტარდა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, წინ სერიოზული ბრძოლაა.

„ყველამ უნდა იცოდეს, არაფრის შეგეშინდეთ - ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე ყოველმიზეზგარეშე. არავინ იფიქროს, რომ ვინმე, სადმე რამე ბრძოლაში მარტოა, მთელი საქართველო ჩვენთან ერთადაა. მომავალში ბევრი ბრძოლა მოგვიწევს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე და დავიცავთ თითოეულს. სერიოზული ბრძოლა გველოდება პუტინისტების წინააღმდეგ - გავმაგრდეთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა ერთიანობაა მნიშვნელოვანი და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პარტიასთან ისაუბრებს.

„ყველა პარტიასთან გვექნება ურთიერთობა, ყველასთან ვიქნებით კომუნიკაციაში. უნდა გადავდოთ ერთმანეთთან დამოკიდებულებები, რადგან ამასობაში რუსეთი საქართველოს იპყრობს და მთელი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახდენს. ამიტომ ამ საქმეში ერთიანები უნდა ვიყოთ. ვინც განსხვავებულს იტყვის, ემსახურება ივანიშვილის და რუსეთის საქმეს. გუშინაც სხვადასხვა პარტიასთან გვქონდა საუბარი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი ხედვები უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, მოქმედებას და ამას ნახავთ, როგორც ვნახეთ გუშინ. მარტივად რამის დათმობას არ ვაპირებთ, ვაპირებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს