ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის სარჩელის დაუკმაყოფილებლობაზე - სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს, არსებობს კრემლიდან მოსული დირექტივა

არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ლევან ხაბეიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, დირექტივები კრემლიდან მოდის.

„არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს, არსებობს კრემლიდან მოსული დირექტივა, რომელსაც ასრულებდნენ და ასრულებენ, შესაბამისად, ეს ბრძოლა უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებასაც, სადაც ევროკავშირმა შავით თეთრზე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ვენდეტა ხორციელდება. ასევე, სხვათა შორის, 27 ქვეყნის მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში სერიოზული კითხვის ნიშნებია ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველა ეს საკითხი ერთმანეთზე მიბმულია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქმედება, მოძრაობა, ბრძოლა და შედეგზე გასვლა. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ბრძოლა და მოქმედება შედეგს გამოიღებს ქართველ ხალხთან ერთად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის