ნათია ბაკურაძე - ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა საქართველოსთვის ბერლინში, „სუხიშვილები“ მრავალათასიან აუდიტორიას გავაცნობთ ჩვენს კულტურას

ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენას საქართველო გრანდიოზული კონცერტით გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გალა გახსნაში მონაწილეობას ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ მიიღებს.

ქართველი ხელოვანები City Cube-ის პავილიონში 3 ათასამდე მაყურებელს საქართველოს კულტურას გააცნობენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა საქართველოსთვის ბერლინში, ვმონაწილეობთ „სუხიშვილები“, რაც ძალიან გვახარებს, რომ ჩართულები ვართ ამ დიდ ღონისძიებაში.

წარვადგენთ სხვადასხვა ცეკვას, განახლებულ სამაიას, ასევე ცდოს, ზეკარსა და ჯუთას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტია, რადგან მრავალათასიანი აუდიტორია გაეცნობა ჩვენს კულტურას“, - აცხადებს ანსამბლ “სუხიშვილების” მოცეკვავე ნათია ბაკურაძე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასამდე წარმომადგენელი აშუქებდა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები