რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ბახმუტი თითქმის ალყაში მოაქციეს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ქალაქიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
„ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა თითქმის ალყა შემოარტყეს ბახმუტს, დარჩა მხოლოდ ერთი გზა", - მიმართავს პრიგოჟინი პრეზიდენტ ზელენსკის.
მისი თქმით, ბახმუტისთვის მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე ხანმოკლე იქნება, თუ მათ ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.
„ისინი [უკრაინელი ჯარისკაცები] იბრძვიან, მაგრამ ბახმუტთან მათი სიცოცხლე ხანმოკლეა - ერთი-ორი დღე. მიეცით მათ ქალაქიდან გასვლის საშუალება. ქალაქი ფაქტობრივად გარშემორტყმულია“, - აცხადებს პრიგოჟინი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"