სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გუშინდელ აქციაზე დაკავებული ერთი პირი მოინახულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი კაჭკაჭიშვილმა დიღომში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ერთი პირი მოინახულა. როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, პირმა, რომელიც მან მოინახულა ძალადობის ფაქტი უარყო.

ირაკლი კაჭკაჭიშვილის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შესულ ყველა შეტყობინებაზე ხდება დროული და ეფექტური რეაგირება.

„შეტყობინება შემოვიდა ჩვენთან აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით და გასაუბრება ჩავატარე ერთ პირთან, რომელმაც უარყო ძალადობის ფაქტი. მიმდინარე რეჟიმში ნებისმიერ შეტყობინებაზე, რაც ჩვენთან შემოდის, ტარდება დროული და ეფექტური რეაგირება“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ამასთან, როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, მას ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუ მსგავსი ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შევა, ამაზეც იქნება რეაგირება.

„თუ არის ჩვენს სამსახურში ჟურნალისტებთან დაკავშირებით შეტყობინება, რეაგირებაც მოხდება, მე პირადად არ მაქვს. თუ არის გავრცელებული ეს ინფორმაცია იქნება რეაგირება, მე პირადად არ მაქვს, ამიტომ დეტალებზე ვერაფერს ვერ გეტყვით“,- განაცხადა გამომძიებელმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 36 პირი დააკავეს. მოგვიანებით 7 პირი გათავისუფლდა, შესაბამისად, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს