დავით ფაცაციამ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა მეუღლეებს დედის დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილი გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლეები მოინახულა, მათ დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა დედის დღე, ასევე, გიგა ოთხოზორიას დედას - ჯულიეტა ოთხოზორიას მიულოცეს.

„გმირობის ტოლფასი და განსაკუთრებული სიძლიერეა იყო იმ ადამიანის მეუღლე, დედა, რომელიც მომავალი თაობებისთვის შეუდრეკელობის, სიმამაცისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია. თითოეულ ამ ქალბატონს მადლობას ვუხდი გამძლეობისთვის, რადგანაც მათ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დასაცავად ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე დაკარგეს. სწორედ თქვენნაირი ქალბატონების სიძლიერის მაგალითია საქართველოს ისტორია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და მალე გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას!“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს