შინაგან საქმეთა სამინისტროში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნული კანონპროექტით დაინტერესებულ პირებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკანონმდებლო სიახლეები. შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში არსებული შენიშვნები და მოსაზრებები. ასევე შედგა შეთანხმება, რომ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავდება წარმოდგენილი კანონპროექტი და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსჯელობა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ კანონში არსებულ გამოწვევებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა