მაკა ცხომელიძე - ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა როგორც ქვეყნისთვის, ისე კერძო სექტორისთვის

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან.

„44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო მერკური თბილისის და IBIS Styles-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მაკა ცხომელიძე.

„ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა საოცრად კარგი მარკეტინგული შესაძლებლობაა საქართველოსთვის და რა თქმა უნდა კერძო სექტორისთვის, სასტუმროს წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა, რომ ასე კარგად წარმოვაჩინოთ ქვეყანა, ჯერ არ მოგვცემია“,-აცხადებს მაკა ცხომელიძე. 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს