CNN - უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს

უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს,- ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, პაკეტის შესახებ განცხადება პარასკევს, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თეთრ სახლში ვიზიტის დროს გაკეთდება.

გამოცემის წყაროების თანახმად, პაკეტში HIMARS-ისა და სხვადასხვა საარტილერიო სისტემების საბრძოლო მასალა შევა, მაგალითად 155 მმ და 105 მმ. მათი თქმით, პაკეტში პირველად შევა დაჯავშნილი ხიდგამდები მანქანები.

ცნობისთვის, ხუთშაბათს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და არტილერიის საბრძოლო მასალა შევა, მაგრამ არ დააკონკრეტა პაკეტის ღირებულება.

ახალ პაკეტთან ერთად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება 32 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს