რობერტა მეცოლა უკრაინას სტუმრობს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ ავრცელებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინელების ადგილი ევროკავშირშია.

„კარგია უკრაინაში დაბრუნება. ამ მამაც ადამიანებთან, რომლებმაც შთააგონეს მსოფლიო. გმირებთან, რომლებიც უარს ამბობენ დანებებაზე. მათთან, ვინც შესწირეს ყველაფერი ჩვენი ღირებულებებისთვის. ევროპელებთან, რომელთა სახლი ევროკავშირია", - წერს მეცოლა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა.

„უკრაინის მომავალი ევროკავშირის წევრია. ჩვენ მთელ გზას თქვენთან ერთად ვივლით. სასიამოვნოა ჩემს მეგობართან, რუსლან სტეფანჩუკთან კვლავ შეხვედრა. ევროპარლამენტსა და უკრაინის პარლამენტს შორის თანამშრომლობა მხოლოდ გაძლიერდება“, - წერს რობერტა მეცოლა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს