მიშა ჯავახიშვილი ITB Berlin 2023-ზე - ყველა ასეთი პროექტი ეროვნულია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი კულტურის გამორჩეული წევრები მონაწილეობენ და ქვეყნის სახელსა და კულტურას წარადგენენ

გერმანიაში, ბერლინის ტურისტული გამოფენა ქართული გრანდიოზული გალა შოუთი გაიხსნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტის ფარგლებში ათასობით სტუმარი ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, ოპერასა და ეროვნულ ბალეტს, ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარ ცეკვებს და სიმღერებს გაეცნობა.

მათივე ცნობით, მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგნენ. მათ შორის: ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, დავით ევგენიძე. გამოფენის მნიშვნელობის და ქართული მუსიკალური პროგრამის შესახებ საუბრობს მუსიკოსი მიშა ჯავახიშვილი.

„ყოველი ასეთი პროექტი არის ეროვნული განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი კულტურის გამორჩეული წევრები მონაწილეობენ და ქვეყნის სახელსა და კულტურას წარვადგენთ. როგორც მუსიკოსი ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად მოხარულები ვართ, რომ ქართულ ხალხურ სიმღერას ჩვენი ქვეყნის დიდ განძს წარვადგენთ. მრავალი წელია ანსამბლი „რუსთავი“ ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს და კლასიკური რეპერტუარი არის ქართული მრავალხმიანობისა. ანსამბლი „რუსთავი“ სწორედ ამ რეპერტუარს გამოიყენებს ღონისძიებაზე. შესრულდება „ოროველა“ უნიკალური სიმღერა, შესრულდება ჩვენი ქვეყნის ალბათ ერთ-ერთი ჰიმნი - „ჩაკრულო“. ამ ერთობლივ ნაწარმოებებში ჩვენი, „რუსთავის“ ხმა ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნება“, - ამბობს მომღერალი მიშა ჯავახიშვილი.

უწყების ცნობით, ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებას და არქიტექტურას გაეცნობიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო