რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში განლაგებული რუსი ჯარისკაცები მოინახულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შოიგუ „სამხრეთ დონეცკის მიმართულებით აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ფორმირების სამეთაურო პოსტს ეწვია“.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ შოიგუ მედლებით აჯილდოებს რუს სამხედროებს და დანგრეულ ქალაქს გენერალ რუსტამ მურადოვთან ერთად ათვალიერებს.