საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი - ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული, ძალიან კარგი რეზულტატი, ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის, მიშელ ვიონის განცხადებით, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა გახდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

როგორც მიშელ ვიონი აცხადებს, საქართველომ პირველად ჩაატარა მაღალი რანგის ჩემპიონატი, რაც საუკეთესოდ ჩატარებული ძალიან კარგი რეზულტატია.

„მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა. ინფრასტრუქტურა, კარგი სასრიალო ტრასები. საქართველომ პირველად ჩაატარა ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული ძალიან კარგი რეზულტატი. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება და უნდა იამაყოთ. ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ამაყები უნდა იყოთ იმ სამუშაოებისთვის და იმ რეზულტატისთვის რაც თქვენ მოიტანეთ“, - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.

მთის ტრასების სააგენტოს ცნობით, მეჩვიდმეტე დღეა ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია, სადაც წლის მთავარი სპორტული მოვლენა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში , ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დღეს დასრულდება სპორტული ნაწილი, სადაც საქართველო დროშას გადასცემს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - შვეიცარიას, ხოლო 5 მარტს 19:00 საათზე, ჩემპიონატის სოფელში, 25 - იანების ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა