პეტრე ცისკარიშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ კანონის მიღებას - „ქართული ოცნება“ ზონდერჯგუფებით, სუს-ით შეეცდება ალყაში მოაქციოს პარლამენტის საკომიტეტო დარბაზი და ფარულად ჩაატაროს მოსმენა

ახლა „ქართული ოცნება“ თავისი ზონდერჯგუფებით, სუს-ით შეეცდება ალყაში მოაქციოს პარლამენტის საკომიტეტო დარბაზი და ისევ ფარულად, ჩუმად ჩაატაროს საკომიტეტო მოსმენა. ამიტომ, ჩვენ ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ კანონის ამ ფორმით მიღებას, - ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ხალის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ

მისი თქმით, ამ კანონთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრები ზუსტად იმ სიტყვებით საუბრობენ, რითაც თავის დროზე საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმისათვის, რომ რუსული საზოგადოების წინაშე გაემართლებინა „ეს მართლაც მახინჯი, არადემოკრატიული და დრაკონული კანონი“.

ცისკარიშვილის თქმით, თუ როგორ გაუწევენ წინააღმდეგობას ამ კანონის მიღებას, ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

„ორშაბათს გრძელდება საკომიტეტო განხილვა. ალბათ, მომავალი კვირის განმავლობაში იქნება მოსმენები პლენარულ სხდომაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ზუსტად არაფერს გეტყვით იმიტომ, რომ „ოცნება“ ცდილობს ამ დღეებისთვის მოემზადოს. ისინი შეიძლება მიიჩნევენ კიდევაც, რომ გუშინწინ, საკმარისად „მომზადებულები“ არ იყვნენ და ჩვენებმა ძალიან მაგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, შეაფერხეს კანონპროექტის განხილვა. ახლა ისინი თავიანთი ზონდერჯგუფებით, სუს-ით შეეცდებიან ალყაში მოაქციონ პარლამენტის საკომიტეტო დარბაზი და ისევ ფარულად, ჩუმად ჩაატარონ ეს საკომიტეტო მოსმენა. აქედან გამომდიოდა, ჩვენ ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ სხვა პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ კანონის ამ ფორმით მიღებას. ჩვენი გეგმა, ქართველი ხალხის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვა პარტიების და ყველას გეგმა არის საქართველოს გადარჩენა რუსული რეჟიმისგან. ტაქტიკურად, რა, როდის და როგორ განხორციელდება, ამას დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს