მაკა ღლიღვაშვილი - ITB Berlin გვაძლევს უფრო დივერსიფიცირებული ტურისტული ბაზრების მასპინძლობის შესაძლებლობას

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

მათივე ცნობით, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი.

კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს „Lopota Lake Resort & Spa-“-ს წარმომადგენელი მაკა ღლიღვაშვილი.

„ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაში საქართველოს კერძო სექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოფენა გვაძლევს უფრო დივერსიფიცირებული ტურისტული ბაზრების მასპინძლობის შესაძლებლობას“, - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

მაკა ღლიღვაშვილი - ITB Berlin გვაძლევს უფრო დივერსიფიცირებული ტურისტული ბაზრების მასპინძლობის შესაძლებლობას

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

მათივე ცნობით, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი.

კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს „Lopota Lake Resort & Spa-“-ს წარმომადგენელი მაკა ღლიღვაშვილი.

„ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაში საქართველოს კერძო სექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოფენა გვაძლევს უფრო დივერსიფიცირებული ტურისტული ბაზრების მასპინძლობის შესაძლებლობას“, - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი