ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტა მეცოლას - უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება

უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გმადლობთ თქვენი ლიდერობისთვის ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის და ევროპარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. კერძოდ, გასული წლის 1-ელ მარტს, ევროკავშირში ჩვენი წევრობის განაცხადის წარდგენიდან მეორე დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისა და მინიჭების აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მეცოლამ უკრაინაში განაცხადა, რომ იმედი აქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების უკვე წელს დაიწყება. მისი თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა