„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

როგორც ექიმმა, ქეთევან ბაგრატიონმა ბრიფინგზე აღნიშნა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვან წილად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის.

„ჩვენ, საქართველოს ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვან წილად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს, ახლა სიჩუმე დაუშვებელია. ჩვენ, ექიმები სიმართლის, სამართლიანობის მხარეს ვდგავართ. ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას უმოკლეს ვადებში გათავისუფლება გონივრული გადაწყვეტილება იქნება როგორც მორალურად, ისე იურიდიულად.

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული პრეზიდენტის როლი ამ პროცესში. პრეზიდენტს შეუძლია მარტივად გადაჭრას პრობლემა ნიკა გვარამიას გათავისუფლებით. ამით დაამტკიცოს მის მიერ გაცხადებული ევროპული კურსის მიმართ ერთგულება. ასევე, ამ ქმედითი ნაბიჯით ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის პროცესს.

კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენი, ექიმების სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ პროცესში, შესაბამისად, მხარს ვუჭერთ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“, რაც უსამართლო დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული“,- აღნიშნავს ექიმი.