თაკო ჩარკვიანი - ოპოზიცია, როგორც არასდროს, ისეა მომზადებული - ბრძოლისთვის ვართ განწყობილები

ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5-კაციანი “ხალხის ძალა” არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის ძალა არის ის მრავალათასიანი გამოსვლები, რომელიც ზაფხულში მიმდინარეობდა.

„ყველა შევჯერდით, რომ უნდა ვიბრძოლოთ. არდათმობას ვაპირებთ. ხალხის ძალა არის ის მრავალათასიანი გამოსვლები, რომელიც ზაფხულში გამოვიდა, ხალხის ძალაა, ის მრავალათასიანი მედასავლეთეების გამოსვლა, რომელიც ერთი კვირის წინ გამოვიდა. ხალხის ძალაა ის, ვინც რეფერენდუმი ჩაატარა და კურსი აირჩია. ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5-კაციანი ხალხის ძალა არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული ერთ "მესიჯზე", ბრძოლისთვის ვართ განწყობილები... მე ცუდი სიტყვების თქმა არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი ფორმატი, ეს ყაველაშვილის თემაა. რაც შესული ვართ პარლამენტში, მხოლოდ მისი თანხმოვნები გვესმის“, - აღნიშნავს ჩარკვიანი.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?