ანა ნაცვლიშვილი - არასწორად მიმაჩნია პოლიტიკოსი, პოლიტიკაში აქტიურად მყოფი ადამიანი ნომინირდებოდეს სახალხო დამცველად

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქალაქო საზოგადოების პროცესიდან გარიყვა და მოქმედი პოლიტიკოსის ომბუდსმენობის კანდიდატად დასახელება, არასწორად მიაჩნია.

„მიმაჩნია, რომ სერიოზული ცინიზმია, როდესაც ერთი მხრივ, პარლამენტი დგამს ნაბიჯს, რომ ფიზიკურად გააქროს სამოქალაქო სექტორი და ასეთ კანონს იღებს. მეორე მხრივ, მთავარი პერსონაჟის არჩევას აპირებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ხმა და უფლებების დამცველი უნდა იყოს. ეს ორი ერთმანეთთან როგორ თავსდება, ვერ გეტყვით. მე ღიად განვაცხადე, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მხარს უჭერს კანონს და ამ პროცესში მთლიანად გადახაზა მან სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოებასთან ნულოვანი კონსულტაციები, მათი პროცესიდან გარიყვა და მოქმედი პოლიტიკოსის დასახელება, ორმაგად არასწორად მიმაჩნია გარდა იმისა, რომ ზოგადად, არასწორად მიმაჩნია პოლიტიკოსი, პოლიტიკაში აქტიურად მყოფი ადამიანი ნომინირდებოდეს სახალხო დამცველად“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, 6 მარტის სხდომაზე, სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას განიხილავს.

იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა და მას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა