მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - გასაკვირი არ არის, რომ აქციებითა და ემოციების გადაძაბვით იმუქრებიან - კიდევ ერთი მცდელობაა, თავი აარიდონ და გაექცნენ დისკუსიას

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქციების გამართვით ცდილობენ საპარლამენტო დისკუსიას თავი აარიდონ და გაექცნენ.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის იდეალური საშუალებაა ემოციების მეტად დაძაბვა, რათა საზოგადოებას შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რომ სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

„რაც შეეხება აქციებს, ეს მე მგონი კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რამენაირად თავი აარიდონ და გაექცნენ დისკუსიას. აი, ასე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც საზოგადოება მოატყუეს, როდესაც უთხრეს, რომ ეს ამერიკული კანონი არ არის და რუსული კანონია, რა თქმა უნდა, მათთვის არახელსაყრელია დისკუსიაში შემოსვლა. ამიტომ ყველა ძალას იხმარენ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება შორს წაიღონ, დაფარონ, დაჩრდილონ დისკუსია. ამისთვის მათთვის იდეალურია საშუალება გახლავთ ემოციების მეტად გადაძაბვა საიმისოდ, რომ საზოგადოებას შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რომ სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ნამდვილი ინფორმაცია მიიღოს და ამის საფუძველზე სწორი შეხედულება ჩამოიყალიბოს კანონპროექტთან დაკავშირებით. ამიტომაც ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი არ არის, რომ აქციებით იმუქრებიან, ემოციების გადაძაბვით იმუქრებიან, ეს გასაგებია. ესკალაცია მათთვის არის ხერხი, მაგრამ ამას ხელოვნურად ქმნიან, როდესაც ობიექტურად საიმისოდ მიზეზი არ არსებობს, თუ რაიმე სათქმელი კრიტიკული აქვთ, რა თქმა უნდა, უნდა მოვიდნენ და თქვან, ხელისუფლებას არ უნდა გვჭირდებოდეს ესეთი კრიტიკული შენიშვნების თაობაზე იქეთ პროაქტიულად ეძებდე. მნიშვნელოვანია ამ ფუნქციას ოპოზიცია ასრულებდეს, ოპოზიცია ფაქტია, რომ ამ ფუნქციას არ ასრულებს. ის, რაც მისი მოვალეობაა, რომ უნდა მოვიდეს პარლამენტში და თქვას, რა კრიტიკული შეკითხვა აქვს, ამის მიუხედავად ის ამას თავს არიდებს. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა