IPS-ის სტიპენდიის ქართველი მონაწილეები - ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება საფრთხეა ქართული დემოკრატიისთვის

კანონპროექტის მიღება საფრთხეა ქართული დემოკრატიისთვის - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბუნდესტაგის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამის ქართველი მონაწილეები ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებენ.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ინიცირებული კანონპროექტების განხილვა.

„გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (ips) პროგრამის მონაწილეები ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტები შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის გაცხადებული მოთხოვნა არის ყველა ზომის მიღება ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტები შეუთავსებელია საქართველოს ძირითადი კანონით აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე აღებულ ვალდებულებებთან. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტების მიღება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, უარყოფითად აისახება როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებზე ასევე, ქვეყნის შიგნით სტაბილურობაზე.

წარმოდგენილი კანონპროექტების მიზნები ბუნდოვანია, ხოლო მიზნის მიღწევის საშუალებები - არაპროპორციული: იწვევს ადამიანის უფლებებში უხეშ ჩარევას და განსაზღვრავს კოლექტიურ პასუხისმგებლობას იმ პირებისთვის, ვისაც კანონი “უცხო ქვეყნის აგენტის” დამღას დაასვამს. ის გამოიწვევს სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედია-საშუალებების საქმიანობის დისკრედიტაციას, დათრგუნვას და სტიგმატიზებას, საზოგადოებრივ დაპირისპირებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების დეპოლარიზაციას, რაც ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გარდა ამისა, კანონპროექტების მიღება არსებითად დააზიანებს ქვეყნის ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ; შეუთავსებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ ვალდებულებებთან - უზრუნველყოფილი იყოს პლურალიზმი, მედიის თავისუფლება და პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. კანონპროექტების მიღება ასევე ხელყოფს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების ინტერესებსა და უფლებებს, მათ შორის, შელახავს სიტყვის და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებას.

ქვეყნის დასავლელი პარტნიორების, მეგობრების, მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული კრიტიკის ფონზე, პარლამენტის კომიტეტების მიერ ინიცირებული

კანონპროექტები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სამომავლო განვითარების კუთხით.

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, უმცირესობების, ახალგაზრდების, მეცნიერების, მკვლევრებისა და ხელოვნების წარმომადგენელთა კვალიფიციური და აკადემიური გაძლიერება, რაც, სათანადო სახელმწიფო მომსახურებებისა და რესურსების არარსებობის გამო, სწორედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მეგობარი სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ემსახურება ქვეყანაში გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ვუერთდებით საქართველოში სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ინიცირებული კანონპროექტების განხილვა, არ დაუშვას ქვეყნის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგო კანონის მიღება, რათა თავიდან აიცილოს ისეთი შედეგები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას ძირითადი კანონის მიერ აღიარებული საგარეო-პოლიტიკური კურსის შესაბამისად”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა