თათია ჩიკვაიძე - ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა  მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ჩვენი სასტუმროს, ისე ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი.

კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი თათია ჩიკვაიძე.

“ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ჩვენი სასტუმროს, ისე ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად. განსაკუთრებით, როდესაც წელს საქართველო არის მასპინძელი ქვეყანა, საშუალება გვეძლევა 60 000-ზე მეტ ვიზიტორს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ჩვენი პროდუქტები/სერვისები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ჩვენს სასტუმროს ბაზარზე დამკვიდრებაში” ,- აცხადებს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი თათია ჩიკვაიძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. მათი ინფორმაციით, გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან