საქართველოში პირველად „სიქვენთი“ გეოლოგებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს

საქართველოში პირველად „სიქვენთი“ გეოლოგებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს

პროფესიონალური გეოლოგიური კვლევების ციფრული პროგრამის, სიქვენთის შემქმნელი კომპანია, Bentley Subsurface, თბილისში პირველად გამართავს სპეციალიზირებულ ვორქშობს დარგის სპეციალისტებისთვის.

ღონისძიება გაიმართება 15 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi Hotel-ში.

მასტერკლასის ფარგლებში, სიქვენთის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ცენტრალურ აზიაში, ალექსანდრე ფროლოვი, ისაუბრებს, თუ როგორ შეიძლება სპეციალისტებმა გამოიყენონ პროგრამა Leapfrog Geo გეოლოგიურ პროექტებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამის 3D შესაძლებოლობას ისტორიული მონაცემების ვიზუალიზაციისთვის, გეოლოგიური მოდელირებისა და საველე კვლევების დაგეგმვისთვის.

მასტერკლასის საკითხები შეეხება:

  • რუკების, გეგმების და სექციების აკინძვა 3D ვიზუალიზაციისა და ჯვარედინი შემოწმებისთვის;
  • გეოლოგიური მოდელის შექმნა ისტორიული რუქების ან სექციების საფუძველზე;
  • მადნის სხეულების მიახლოებითი კონტურის დახატვა ხარისხებთან მიმართებაში;
  • პროექტში გეოფიზიკური მონაცემების იმპორტი და მათთან მუშაობა;
  • რესურსების შეფასების პროცესი;
  • ჭაბურღილების ძიებისა და შესწავლის პროცესის დაგეგმვა.

სიქვენთი არის ინდუსტრიაში წამყვანი მიგნება, რომელიც ეკოსისტემის მიდგომით, ეხმარება სპეციალისტებს ეფექტური თანამშრომლობის დამყარებაში, წიაღისეულის საბადოების მოძიებისა და განვითარების ყველა ეტაპზე. კომპანიის ფლაგმანი პროგრამული პროდუქტები Leapfrog და Oasis montaj აერთიანებს მოწინავე ანალიზს, 2D და 3D ვიზუალიზაციას და მონაცემთა მართვას.

„სიქვენთი გეგმავს აქტიურად განვითარდეს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში და საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. კომპანია იმედოვნებს, რომ ის წარმატებით ითანამშრომლებს ადგილობრივ მომხმარებელთან, რომელსაც მუდმივად შესთავაზებს უნივერსალურ გადაწყვეტილებებს წიაღის შესწავლასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში“, - ინა შალოვენკოვა, გაყიდვების დირექტორი, სამთო და წიაღისეული პროდუქტი, EMEA.

ღონისძიების დეტალები:

დრო: 15 მარტი, 10:00 -16:00

ადგილი: Golden Tulip Design Tbilisi Hotel, ქეთევან წამებულის გამზირი 37, "Tulip Conference" (-1 სართული)

ღონისძიებაზე რეგისტრაცია: https://events.seequent.com/leapfroggeoge15-mar-2023

მონაწილეებს დაურიგდებათ პროგრამაზე წვდომის დროებითი ლიცენზია და სასწავლო მასალები. მასტერკლასის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს. მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ ლეპტოპი და შესაბამისი მოწყობილობები.

სიქვენთის შესახებ:

სიქვენთი ქმნის მსოფლიოში წამვან პროგრამულ პროდუქტებს, რომელიც გვეხმარება უკეთ შევიმეცნოთ დედამიწა ადამიანებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით.

სიქვენთი უწყვეტად ავითარებს ტექნოლოგიებს, რათა გარდაქმნას გეოლოგიის პროფესიონალების სამუშაო და აღმოფხვრას წინაღობები პროგრამული უზრუნველყოფის, გეოლოგთა გუნდებისა და მათთვის საჭირო ინსტრუმენტების დაკავშირების გზით.

სიქვენთის მომხმარებლები 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ მინერალური რესურსების უფრო მდგრად განვითარებაზე, უკეთესი ინფრასტრუქტურის დიზაინისა და შექმნისთვის, გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიის წყაროს მოსაპოვებლად და ისეთ ისტორიულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორიცაა მიწისქვეშა წყლების დაბინძურება და დაბერების ინფრასტრუქტურა. Seequent-ის ინტეგრირებული დედამიწის მოდელირება, გეომონაცემების მართვა და გუნდური თანამშრომლობის პროგრამული უზრუნველყოფა გეოლოგებს საშუალებას აძლევს დაინახონ დედამიწის უფრო სრულყოფილი სურათი, ადამიანებისა და პლანეტის კეთილდღეობისთვის უკეთესი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

სიქვენთის სათაო ოფისი ახალ ზელანდიაში მდებარეობს. ის არის მიწისქვეშა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Bentley Systems-ში. სიქვენთი Bentley-ის ნაწილი 2021 წლის ივნისში გახდა და ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი ბიზნეს ერთეული.

www.seequent.com/cis/

Bentley Systems-ის შესახებ:

Bentley Systems (Nasdaq: BSY) არის ინფრასტრუქტურის საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია. ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას მსოფლიო ინფრასტრუქტურის წინსვლისთვის, ასევე გლობალური ეკონომიკისა და გარემოს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ჩვენი ინდუსტრიის წამყვანი პროგრამული გადაწყვეტილებები გამოიყენება პროფესიონალებისა მიერ გზებისა და ხიდების მშენებლობისთვის, სარკინიგზო და ტრანზიტული გზების მოწყობისთვის, წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურისთვის, საზოგადოებრივი და კომუნალური შენობების, კამპუსების და სამრეწველო ობიექტების დიზაინის, მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის.

ჩვენი შეთავაზებები მოიცავს MicroStation-ზე დაფუძნებულ აპლიკაციებს, რომლებიც გამოიყენება მოდელირებისა და სიმულაციისთვის, ProjectWise პროექტის მიწოდებისთვის, AssetWise აქტივებისა და ქსელის მუშაობისთვის. ასევე მოიცავს iTwin პლატფორმას ინფრასტრუქტურის ციფრული დაწყვილებისთვის. Bentley Systems-ში დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და მისი ყოველწლიური შემოსავალი 172 ქვეყანაში 800 მილიონ დოლარზე მეტია.

www.bentley.com

(R)