საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ე.წ ამერიკული კანონი არსებითად განსხვავდება ავთენტური ამერიკული კანონისგან

საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებით, ე.წ. ამერიკული კანონის ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 - ის გამონაკლისები და ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ,,f“ .

მათივე ცნობით, აღნიშნული პუნქტის მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პარტნიორები და მათი წარმომადგენლები გამონაკლისებად ითვლებიან და მათზე უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება.

„კანონპროექტის დეტალურად შესწავლამ (რაც ფორსმაჟორულ ვითარებაში გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული) საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ე.წ. “ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 - ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ,,f“ .

აღნიშნული პუნქტის მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.

ნორმის შეგნებული გამოტოვებით პრინციპულად იცვლება შინაარსი. უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ე.წ. ,,ამერიკული კანონი“ ვრცელდება პარტნიორ ქვეყნებზეც, რაც ქმნის ერთგვაროვან მიდგომას მტრულად განწყობილი და მოკავშირე ქვეყნების მიმართ.

ეს განზრახ დამახინჯება ავთენტური ამერიკული კანონისა აზიანებს საქართველოს ურთიერთობას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ამ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღება!”, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე