ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო აზერბაიჯანში ჩავიდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსანი, ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ლუის ბონო ბაქოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მიზნით იმყოფება.
აშშ-ის მთავარი მრჩეველი სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთსა და საქართველოსაც ეწვევა.