თეონა აქუბარდია - პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიუროს გადაწყვეტილებით, წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, ალტერნატივით წარვმდგარიყავით ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით

დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიუროს გადაწყვეტილებით, წაართვეს კონსტიტუციური უფლება, რუსულ კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონი წარედგინათ. როგორც აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„არ მოგვცეს შესაძლებლობა, დაგვეპირისპირებინა მათ რუსულ კანონს ჩვენი ალტერნატიული კანონი. რუსეთი- ოკუპანტი ძალა და მისი გავლენა არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი. პირველ ეტაპზე, მთავარი დაპირისპირება დაიწყო სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ანრი ოხანაშვილი ინტერპრეტირებას ახდენს რეგლამენტის იმ მუხლის, რითაც მან დეპუტატის კონსტიტუციური უფლება შეზღუდა. საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ 6 დეპუტატი პარტია „საქართველოსთვის“ და მე, რომლებმაც დავაინიციირეთ რუსულ კანონზე ალტერნატიული კანონი. პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიუროს გადაწყვეტილებით, ჩვენ წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, ალტერნატივით წარვმდგარიყავით ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით. სრულიად უმიზეზოდ, რეგლამენტის და კონსტიტუციის დარღვევით, დღეს გააკეთეს ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი დოკუმენტი, მათ შორის დღის წესრიგი წინასწარ ჰქონდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს გაგზავნილი. მათ არანაირი კონსტრუქციული განხილვა, არანაირი ალტერნატიული მიდგომა არ უნდათ, ეს არის ხელის გადაგრეხის მცდელობა ქვეყნის კონსტიტუციის და არჩეული საგარეო ვექტორის წინააღმდეგ, ამას აუცილებლად სჭირდება მოსახლეობის პოზიციის დაფიქსირება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში