„საქსტატი“ - 2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

„2022 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 19.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 62.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 22.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7 პროცენტი, საშუალოზე - 23.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.5 პროცენტი. 2022 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 18.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.0 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1 პროცენტი ქალია, ხოლო 56.9 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 36.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 699.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 086.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.5 პროცენტით მეტი).

„2022 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 313.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487.0 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 244.4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 007.2 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 165.3 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 602.1 ლარი.

2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 30.2 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.7 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.8 პროცენტიანი წილით, ხოლო 8.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება. 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5 პროცენტი) და მშენებლობა (20.3 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (19.9 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30.1 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2022 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.8, 12.6 და 9.9 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.5 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.7 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.0 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთლიან ბრუნვასა და პროდუქციის მთლიან გამოშვებაში თბილისი ლიდერობს.

რაც შეეხება დასაქმებულთა ოდენობას, დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.2 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი; იმერეთი – 7.0 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი; კახეთი - 2.8 პროცენტი; შიდა ქართლი - 2.3 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი - 1.6 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი - 1.5 პროცენტი; გურია - 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა