გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.

„შეხვედრაზე კომისიის გადაწყვეტილებების ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ასევე იმსჯელეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმდინარე საჭიროებებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აღინიშნა, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის მიმდინარე საჭიროებების გამოვლენის მიზნით, ხაზი გაესვა გამყოფი ხაზის სოფლებში რეგულარული სამუშაო ვიზიტების გაგრძელების მნიშვნელობას.

კომისიის სხდომაზე მოისმინეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შედეგების საკითხი. აღინიშნა, რომ სწავლის დაფინანსების პროგრამის განხორციელების პროცესში პირველად იქნა გამოყენებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი სტუდენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პორტალი, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს პროცესების მართვის ეფექტიანობა და სტუდენტებს გაუმარტივდეთ დაფინანსების პროგრამაში ჩართვა.

ასევე განიხილეს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის საკითხი და ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

სამთავრობო კომისიის სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ როგორც კომისიის წევრი ცალკეული უწყებების წარმომადგენლები, ისე სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე