გიგი წერეთელი - სხვა ალტერნატივას ხელისუფლება არ ტოვებს გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ გამოხატოს პროტესტი

თუ ესენი (მმართველი ძალა) მიიღებენ კანონს და ძალის დემონსტრირებას მოახდენენ, გამოიწვევენ ძალიან მაღალი ტემპერატურის პროტესტს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ხალხის პროტესტის უნდა ეშინოდეს.

"საზოგადოებას უკვე კარგად უნდა ჰქონდეს აღქმული თუ რა კანონზეა საუბარი. აბსოლუტურად ტყუილი და ფარსია, რომ რაიმე ზედმეტი ტრანსფარანტულობა სჭირდება რომელიმე ფინანსურ პროექტს ან გრანტს, ან დახმარებას, რომელსაც იღებს ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი. ახლა რაც ხდება არის კონტროლის გამკაცრება, სრული კონტროლის დამყარება და შექმნა ისეთი ვითარების, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ან შეეგუება პროცესს და მოახდენს მორჩილად დარეგისტრირებას ამ რუსულ კანონში, ან შეწყვეტს მოქმედებას, ან დატოვებს ქვეყანას - ამ არჩევანს დაუტოვებს, ისევე, როგორც ეს მოხდა რუსეთში.

სხვა ალტერნატივას ხელისუფლება არ ტოვებს გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ გამოხატოს პროტესტი და მე ვფიქრობ, რომ თუ ესენი მიიღებენ კანონს და ძალის დემონსტრირებას მოახდენენ და ამით მობილიზებას და ორგანიზებას უკეთებენ ისევ თავის ამომრჩეველს, რადგან მათ არ უნდათ დაინახონ სისუსტე მმართველი ძალის, შესაბამისად გამოიწვევენ ძალიან მაღალი ტემპერატურის პროტესტს. ჩვენ გვახსოვს "გავრილოვის ღამე", 5 ივლისი და ა.შ. ხელისუფლებას ხალხის პროტესტის ყველანაირი გაგებით უნდა ეშინოდეს, რადგან მათი ამ შენობებში ყოფნის არის ისევ ეს ხალხი", - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს