ITB Berlin-ის დირექტორი - საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს - საქართველოს უნდა ეწვიოთ, რომ აღმოაჩინოთ თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას

დღეს, ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველი ხელოვანები 3000-მდე სტუმარს საქართველოს სტუმარმასპინძლობას და კულტურას გააცნობენ. საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრობს ITB ბერლინის გამოფენის დირექტორი, დებორა რუთი.

„ITB ბერლინი ეს არის პლატფორმა მსოფლიოს სამოგზაურო ინდუსტრიაში, რომელიც 57 წელზე მეტია ტარდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველო როგორც მასპინძელი ქვეყანა მონაწილეობს. ეს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაა, ჩვენ 1 წელი ვემზადებოდით და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად დღეს, საღამოს გამოფენის გახსნის ცერემონია მოეწყობა, სადაც დიდი სიამოვნებით ველოდებით ქართული კულტურის წარმოჩენას ტურიზმის გლობალურ ინდუსტრიაში”, - განაცხადა ITB ბერლინის გამოფენის დირექტორმა, დებორა რუთმა.

დებორა რუთის გაცხადებით, საქართველოს ტურისტული მიმართულება მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარული უნდა გახდეს.

„საქართველოს გლობალური ტურიზმისთვის ბევრის შემოთავაზება შეუძლია. საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს. საქართველოს უნდა ეწვიოთ, რომ აღმოაჩინოთ თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას. გასულ წელს საქართველოში ვიმოგზაურე, მოვინახულე კახეთი. ძალიან შემიყვარდა ღვინის ეს რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა. ხალხი ძალიან თბილად იყო ჩემდამი განწყობილი. როგორც პიროვნებას, ტურისტს, მოგზაურს და პროფესიონალს ძალიან მომეწონა ეს თბილი სტუმარმასპინძლობა და შესანიშნავი დახვედრა საქართველოში“,-აცხადებს ITB ბერლინის გამოფენის დირექტორი დებორა რუთი.

ცნობისთვის, ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა