დევიდ რუთსი - შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძლად შევარჩიეთ, დარწმუნებული ვარ, ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია გამოფენაზე ყველას გულს მოიგებს

დღეს, საქართველოს დროით 21:00 საათზე, გერმანიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ITB Berlin-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და სარგებელზე საუბრობს messe ბერლინის დირექტორი, დევიდ რუთსი.

„პირადად ვიყავი საქართველოში და უკვე მივიღე გამოცდილება თუ რას ნიშნავს იყო სტუმარი. დარწმუნებული ვარ ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია ITB ბერლინის გამოფენაზე ყველას გულს მოიგებს. წელს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა შესანიშნავი არჩევანი იყო. ITB ბერლინი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული თავშეყრის ადგილია, სადაც მთელი მსოფლიოდან პროფესიონალები იკრიბებიან. ჩვენ ვმასპინძლობთ 5500-ს ტურისტულ კომპანიას და ორგანიზაციას 161 ქვეყნიდან. წელს ერთი ქვეყანა მასპინძელია, ეს საქართველოა. მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ბიზნეს კონტრაქტი შედგება და საქართველო ბევრ ახალ მეგობარს შეიძენს“,-აცხადებს Messe ბერლინის დირექტორი, დევიდ რუთსი.

ცნობისთვის, „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველო ამ გზავნილით წელს ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს