პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ხმაურის ფონზე დაიწყო - ოპოზიცია დღის წესრიგში ცვლილებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ხმაურით დაიწყო.

ოპოზიცია სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით წინადადების დაყენებას ითხოვს, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მათ ამის საშუალებას არ აძლევს და აცხადებს, რომ კომიტეტი იმ ოთხ საკითხს განიხილავს, რაც დღის წესრიგით არის განსაზღვრული. შესაბამისად, მას სხვა საკითხი ვერ დაემატება.

აღნიშნულს კომიტეტზე ხმაური მოჰყვა.

"მტერი რომ იყოს შემოსეული, ან ადამიანებს კლავდნენ სადღაც, დღის წესრიგში არ შეიტანდით დამატებით საკითხს? - თქვენ გგონიათ, რომ ის, რაც ხდება, ამდენი ახალგაზრდაა გამოსული ქუჩაში არაფერი ხდება? მოვითხოვთ სიტყვას, მოვედით კონსტრუქციულ რეჟიმში, გითხარით, მოგვეცით სიტყვა და არ გვაძლევთ", - მიმართა სარჯველაძეს სამადაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის ოპოზიციონერ წევრებს, რომლებიც დღის წესრიგთან დაკავშირებით აკეთებდნენ განცხადებას და სიტყვას ითხოვდნენ, მიმართა, რომ "მათ დებოშის საშუალებას არ მისცემს", რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, პარალელურად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს ხმაურისა და პროტესტის ფონზე განიხილავს.

ვაჟა ბერიძე - საით, ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანავ? არსაით?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.09.2025
პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა
წინანდალი ქართული სცენოგრაფიის რეფორმატორის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს