უკრაინას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორი ჰყავს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალ დირექტორად სემიონ კრივონოსი დანიშნა.

უკრაინული ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

„უკრაინამ შეასრულა ევროკავშირის შვიდივე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა კანდიდატის სტატუსის მიღებისას. ეს აჩვენებს ჩვენს მიზანდასახულობას და ჩვენს სურვილს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე წელსვე გადავიდეთ. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის დანიშვნასთან ერთად, ჩვენ ასევე გვაქვს სრულად ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა. ჩვენი გუნდი ერთგულია კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპისა და ანტიკორუფციული ინსტიტუტების მხარდაჭერის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე