დიმიტრი ხუნდაძე გიორგი ბურჯანაძეს - ჩანს, რასაც გიხდიან იმიტომ, რომ ცალ ფეხზე დგახართ, კუბილიუსი როცა გეტყვის, მაშინ დადგები ორ ფეხზე

ჩანს, რასაც გიხდიან იმიტომ, რომ ცალ ფეხზე დგახართ, კუბილიუსი როცა გეტყვის, მაშინ დადგები ორ ფეხზე, - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძეს.

აღნიშნულს მათ შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ხელი ჩაწიე და ზრდილობიანად მესაუბრე“,- მიმართა ბურჯანაძემ ხუნდაძეს.

დიმიტრი ხუნდაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან.

„საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომელი ორგანიზაცია რა გრანტს იღებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი და არა მალულად. თუ ასე გაქვთ დასამალი, ე.ი. მართლა არის გამოსააშკარავებელი. ნუ გეშინიათ იმის, რომ საზოგადოებამ იცოდეს. როცა სცენიდან მხარდაჭერას სთხოვთ, უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მისგან მხარდაჭერას, დამსახურებულად უნდა გამოგიცხადოთ და არა ის, ვინ, რამდენს გიხდით“,- მიმართა ხუნდაძემ ბურჯანაძეს.

სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, ის, თუ რამდენს უხდიან მას, დეკლარაციაში არის ასახული.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში