საქართველოს ფოსტამ გამოსცა საქველმოქმედო საფოსტო მარკა სახელწოდებით - „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები - 100 წელი“.
როგორც საქართველოს ფოსტაში აცხადებენ, ყოველი გაყიდული მარკიდან 1 ლარი მოხმარდება სოფელ ხოვლეში არსებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციას.
მათივე ცნობით, მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"