ესტონეთის არჩევნებში კაია კალასის პარტიამ გაიმარჯვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ფორმირებას გეგმავს.

კაია კალასს, რომლის „რეფორმის პარტიამ“ 101 ადგილიან პარლამენტში 37 მანდატის მოპოვება შეძლო, კოალიციის შესაქმნელად იმ ხუთი პარტიიდან, რომლებმაც პარლამენტში მანდატები მიიღეს, ერთთან ან რამდენიმესთან მუშაობა მოუწევს.

ესტონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური „ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია“, რომელმაც არჩევნებში 17 მანდატი მოიპოვა.

კალასი პრემიერ-მინისტრად პირველად 2021 წელს აირჩიეს და მან პროევროპული პოზიცია და უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა.

ესტონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში 615 009 ამომრჩეველი მონაწილეობდა, რაც ქვეყნის არჩევნებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი აქტივობაა 1991 წლის შემდეგ, როდესაც ესტონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე