დიკ დურბინი - საქართველოს პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯები აქვს ასარიდებელი, როგორიცაა წინდაუხედავი კანონპროექტი - ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის

ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი იმედოვნებს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ.

როგორც სენატორმა განაცხადა, ქვეყანას ამ გზაზე რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, მათ შორის დურბინი ასახელებს “წინდაუხედავ კანონპროექტს” არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. მას ამ გზაზე რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, როგორიცაა ეს წინდაუხედავი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი და უფრო დაცული მომავალი ქართველი ხალხისთვის", - აცხადებს სენატორი დიკ დურბინი, რომლის განცხადებასაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს