რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები, განიხილა, - ამის შესახებ კრემლის განცხადებაშია აღნიშნული.
„ირანულმა და რუსულმა მხარეებმა დადებითად შეაფასეს რუსეთ-ირანის ურთიერთობების განვითარების დონე და დინამიკა“, - აცხადებენ კრემლში.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, „მათ შორის ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.