საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, სტუ-ის სამშენებლო, სატრასნპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ენერგეტიკის ფაკულტეტების დეკანების მოადგილეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა ლორთქიფანიძე და ამავე დეპარტამენტის მენეჯერი გოჩა ჩიმაკაძე.

როგორც სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერები დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მემორანდუმის ფარგლებში „ტავ ჯორჯიასთან“ ურთიერთთანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის სტუდენტების პირველი ნაკადი უკვე გადის სტაჟირებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და შესაბამისად, აეროპორტების მმართველ კომპანიას უკვე შექმნილი აქვს გარკვეული შთაბეჭდილება სტუდენტების თეორიულ ცოდნასთან დაკავშირებით. ზ

ურაბ გასიტაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ „ტავ ჯორჯია“ დაინტერესებულია მეტად გააღრმავოს თანამშრომლობა უნივერსიტეტთან და სტაჟირება, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების გაცილებით მეტ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს შესთავაზოს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალგაზრდების თეორიული ცოდნის შესახებ კომპანიას დადებითი შთაბეჭდილება შეექმნა და შედეგად, გეგმავს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. უნივერსიტეტი მზად არის, კომპანიის მოთხოვნებსა და ინფრასტრუქტურას კარგად გაეცნოს, რათა ყველა საჭირო მიმართულებით საუკეთესო სტუდენტები შევარჩიოთ და კომპანიაში სტაჟირებით დავაინტერესოთ. გარდა სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმებისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აინტერესებს ისეთი საპასუხისმგებლო კვლევითი მიმართულებები, როგორიცაა ფრენების დინამიკა, ფრენებისა და მგზავრთა ნაკადების სისტემების მოდელირება-სინქრონიზაცია და ა.შ., რის შედეგადაც უნივერსიტეტის დოქტორანტები სამეცნიერო კვლევებში ჩაერთვებიან. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ტავ ჯორჯიას“ საქმიანობა მრავალმხრივია, უნივერსიტეტს შეუძლია შესთავაზოს თეორიულად კარგად მომზადებული ახალგაზრდა კადრები ელექტრონიკის, IT-ის, ციფრული კავშირგაბმულობის, ავტომატიკა-ტელემექანიკის, ქიმიური ტექნოლოგიების, საგზაო ინჟინერიის, კონდიცირება-ვენტილაციის, წყალგაყვანილობის, შრომითი უსაფრთხოების ინჟინერის და კიდევ სხვა მიმართულებებით. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება კომპანიის ჩართულობა უნივერსიტეტის კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფასა და მოდიფიცირებაში. ჩვენი სტუდენტები იღებენ შესანიშნავ თეორიულ ცოდნას, უნივერსიტეტი აღჭურვილია საუკეთესო თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიებით, მაგრამ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი პრაქტიკით იყოს გამყარებული. გარდა ამისა, უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, შეიმუშაოს მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები სპეციალურად „ტავ ჯორჯიას“ თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ვფიქრობთ, დაინტერესება და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ორივე მხრიდან დიდია“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

„ტავ ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამთა ლორთქიფანიძის განცხადებით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი საკადრო პოლიტიკაა, შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

„ტავ ჯორჯიაში“ ფუნქციონირებს მსხვილი ტექნიკური დეპარტამენტი, რომელშიც მრავალი სამსახურია გაერთიანებული. კარგად გვესმის, რომ თაობათა ცვლა შეუქცევადი პროცესია და ამ პროცესებს კომპანია მომზადებული უნდა შეხვდეს, ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მოძიება კი რთულია. შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტთან გაცილებით აქტიურად ვითანამშრომლოთ, მოვიძიოთ და ერთობლივად მოვამზადოთ საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების, თეორიული განათლების მქონე ახალგაზრდა კადრები. იმედია, უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის „ტავ ჯორჯიასთან“ საქმიანი ურთიერთობა მრავალმხრივ საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდება. მზად ვართ, ახალგაზრდებს შევთავაზოთ სტაჟირების მრავალფეროვანი პროგრამები, მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და სხვადასხვა ბენეფიტები, რათა მეტად დავაინტერესოთ ისინი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებსა და კომპანიის სათავო ოფისში სამომავლო დასაქმებით“, - აღნიშნა თამთა ლორთქიფანიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყობა ერთობლივი ტრენინგ-კურსები, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ამოქმედდება სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკისა და სტაჟირების ახალი პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიან კურსდამთავრებულთა მომზადებასა და სამომავლოდ, მათ წარმატებით დასაქმებას.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა