ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი მოყვარულთა თეატრი „ათინათი“ პრემიერისთვის ემზადება

ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი მოყვარულთა თეატრი „ათინათი" პრემიერისთვის ემზადება.

ემიგრანტი მოყვარული თეატრალებისგან შემდგარი დასი მაყურებელს დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს" წარუდგენს, რომლის რეჟისორი ბადრი წერედიანია.

"წინა პერიოდში მაყურებელს ნოდარ დუმბაძის "ჰელადოსი" წარვუდგინეთ. დადგმა წარმატებული გამოდგა. გვქონდა გასტროლიც ქალაქ კაუნასში. ემიგრანტი მოყვარული მსახიობები ნიჭიერები, მონდომებულები არიან და რეპეტიციები საინტერესოდ მიმდინარეობს. თავად "სამანიშვილის დედინაცვალი" საინტერესო ნაწარმოებია, საშუალებას იძლევა ინტერპრეტაციები გაკეთდეს სადადგმო მიმართულებით. კლასიკური პიესაა, თუმცა თანამედროვე აქტუალურ კითხვებსაც პასუხობს შინაარსით. პრემიერა 3 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართება და ამ სპექტაკლის გატანას სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალებზეც ვაპირებთ",-განაცხადა ბადრი წერედიანმა.

თეატრ "ათინათის" თანადამფუძნებლის, ბაია ახვლედიანის ინფორმაციით, აღნიშნული დასი ემიგრანტების თავშეყრის ადგილია ნიდერლანდების სამეფოში, რაც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან სახელოვნებო ადგილს წარმოადგენს.

"ქართულ საქმეს ვაკეთებთ და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქაური ყოველდღიურობის ფონზე, ქართულ სიტყვასთან, ლიტერატურასთან და ზოგადად ხელოვნებასთან კონტაქტი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. დასში 25 წევრია. ვინც სცენაზე ვერ დადგება და ამჯერად როლი არ ექნება, ისინი ტექნიკურ საკითხებში გვეხმარებიან და ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს. ალბათ, სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენი კლასიკოსი მწერლის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოებში, ერთ-ერთ მთავარ როლს ჩვენი დასის წევრი დავით კლდიაშვილი შეასრულებს. ნაწარმოები იძლევა იმის საშუალებას, დადგმა დაიტვირთოს სიმღერებით და ქორეოგრაფიული ნომრებით. მუსიკას სპექტაკლისთვის ვახო ნინუა დაწერს. ვცდილობთ ემიგრაციაში ქართული ტრადიციები და სული შევინარჩუნოთ", - განაცხადა ბაია ახვლედიანმა.

ნიდერლანდების სამეფოში სამოყვარულო თეატრი "ათინათი" 2021 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თინათინ ახვლედიანმა დააფუძნა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა